ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილი რეგიონის საფრთხედ გამოაცხადა (ვიდეო)

358
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ხატია დეკანოიძემ ბიძინა ივანიშვილი რეგიონის საფრთხედ გამოაცხადა. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ ის კვე არამხოლოდ საქართველოსთვის, არამედ, რეგიონის დემოკრატიისთვის წარმოადგენს საფრთხეს და ამაზე თანხმდება ყველა, დასავლელი პარტნიორების ჩათვლით.

“ეს იქნება გადამწყვეტი ბრძოლა ამ ქვეყნისთვის და ყველამ უნდა იცოდეს ეს. პრეზიდენტმა სააკაშვილმა როდესაც აჩვენა თავგანწირვის მაგალითი, თავისი სიცოცხლის, რისკის ფასად ჩაბარდა ტყვედ, ეს იყო თავგანწირვის აქტი და ჩვენ ამ თავგანწირვას სახლებიდან ან ოფისებიდან კი არ უნდა ვუყუროთ, არამედ უნდა ვიყოთ წინა ხაზზე, ბრძოლის ველზე და ჩვენი ქვეყნისთვის ვიბრძოლოთ.

არაფერი ისეთი არ არის, რაც არ იყო წინა რეზოლუციაში, ამიტომ მე დარწმუნებული ვარ, რომ მას ექნება მხარდაჭერა, ეს გულისხმობდა პოლიტიკურ პატიმრებს, მიხეილ სააკაშვილის ტრანსფერს, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. ყველა თანხმდება უკვე, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მათ შორის, რომ ბიძინა ივანიშვილი არ არის მხოლოდ საქართველოს დემოკრატიის პრობლემა, არამედ ის არის რეგიონის უსაფრთხოების პრობლემა, რადგან საქართველო მისი მმართველობის პირობებში ამოვარდა უსაფრთხოების სარტყლიდან, რაც საკმაოდ სერიოზულ პრობლემას უქმნის მთლიანად რეგიონის უსაფრთხოებას. მე დარწმუნებით შემიძლია ვთქვა უკვე, რომ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება გარდაუვალია”– თქვა დეკანოიძემ..

IMG.GE
გაზიარება