მიშა მშვილდაძემ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა დადო

2987
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მიშა მშვილდაძემ ოპოზიციის გამარჯვების ფორმულა დადო და ოპოზიციას გაუზიარა სოციალურ ქსელში:

“პრაიმერისის ჩატარებას აზრი არ აქვს, როცა პარტიების უმრავლესობის რეიტინგი კვლევების ცდომილებათა ზღვარშია – ეს მდგომარეობა უნდა ავიღოთ მოცემულობად, რომ ავტორიტარიზმის ამ ეტაპისთვის ასეთი ვითარება დგება ხოლმე – და ამ მათემატიკურ პარადიგმაში უნდა დაიგეგმოს ბიძინას დამარცხების სტრატეგია – რომლის კონტურებიც ამავე მათემატიკაშიც კარგად ჩანს – გონივრულ სინერგიათა დალაგება და მეტი ძლიერი წინააღმდეგობის ცენტრის შექმნა, პერსპექტივაში კოალიციური მთავრობით, სადაც ყველა იქნება წარმოდგენილი ამომრჩევლის მანდატის პროპორციულად.

5 პროცენტიანი ბარიერით პროპორციული არჩევნების სპეციფიკური მათემატიკა ისეთია, რომ გვაწყობს რაც შეიძლება მეტმა სუბიექტმა გადალახოს ბარიერი რომ გადაულახავებისბპროცენტები რაც შეიძლება მეტ სუბიექტზე გადანაწილდეს, რომ ნაკლები შეხვდეს მთავრობას.

იმედის მიერ ხალხის ძალის უმოწყალო პიარიც მაგას ნნიშნავს რომ ბიძინასაც უნდა, გადაუნაწილებლების ხმები ორი სუბიექტით წამოიღოს ერთის ნაცვლად”– წერს მშვილდაძე.

IMG.GE
გაზიარება