მიშა სააკაშვილი ჰყავთ მძევლად – დავით აქუბარდია

288
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავით აქუბარდიას შეფასებით, ხელისუფლებას, მიხეილ სააკაშვილი მძევლად ჰყავს აყვანილი. ამის შესახებ მან საკუთარ გადაცემაში განაცხადა.

“აუცილებელია, რომ ევროკავშირის დონეზე იყოს ამ თემაზე საუბარი? – არ არის სწორი, არაქრისტიანულია”- განაცხადა აქუბარდიამ.

მისივე თქმით, არ უნდა ამ ვერსიის დაჯერება, თუმცა ყველაზე უარეს შემთხვევაში, შესაძლოა მას მიზანმიმართულად გადასდეს ტუბერკულოზი და იმ კამერაში შეიყვანეს, სადაც ინფიცირებული პაციენტი იყო.

აქუბარდია ხაზს უსვამს, რომ არ სურს ვინმეს დააბრალოს, თუმცა ეჭვის დონეზე შესაძლოა ამ საკითხზე საუბარი.

IMG.GE
გაზიარება