14 წლის სერგის ოჯახს აჭარის მთავრობა 5 ათასი ლარით დაეხმარება

554
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

14 წლის სერგის ცრემლიანმა თვალებმა და სევდიანმა ისტორიამ ყველა აატირა. მოზარდის შესახებ ვიდეო საქველმოქმედო ორგანიზაცია “სიკეთის ქალაქმა” გაავრცელა, რასაც ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ვიდეოში ბიჭი ჰყვება, რომ მამის გარდაცვალების შემდეგ ძალიან გაუჭირდათ და ჯართს აგროვებს, რაც მხოლოდ და მხოლოდ 4 დან 5 ლარამდე შემოსავალს აძლევს.

ვიდეოს გავრცელების შემდეგ სერგის დახმარების სურვილი ბევრმა ადამიანმა გამოთქვა, მათ შორის არის აჭარის მთავრობა.

” ძალიან დიდი მადლობა გვინდა ვუთხრათ ამ თანადგომისათვის ბატონ თორნიკე რიჟვაძეს. ჩვენ ასე ერთად ერთმანეთის გადარჩენას შევძლებთ“- წერს ორგანიზაცია “სიკეთის ქალაქის” დამფუძნებელი ნანა შველიძე.

თუ თქვენც გაქვთ დახმარების სურვილი, წარმოგიდგენთ საბანკო რეკვიზიტებს:

თიბისი ბანკი GE20TB7969145064300016 (ბარათი სერგის აქვს)

საქართ.ბანკი: GE87BG0000000346009108
მიმღები: ზურაბ ჯღამაძე

დანიშნულება: სერგის საკვებისათვის.

დახმარების მსურველი ემიგრანტებისათვის
ფეიფალის იმეილია: ShotooChkhvirkia@gmail.com

IMG.GE
გაზიარება