დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება ბიძინა ივანიშვილთან, ამას ეძახიან ოლიგარქიულ ჩარევას – ირაკლი კობახიძე

211
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დავუშვათ სატელეფონო კომუნიკაცია ხდება კიდეც, უბრალოდ წარმოვიდგინოთ. თუ ისინი ამას ოლიგარქიულ ჩარევას და გავლენას ეძახიან, ეს ღიმილისმომგვრელია. ბიძინა ივანიშვილმა მადლობა უნდა გადაუხადოს თითოეულ ამ ოდიოზურ ევროპარლამენტარებს იმისათვის, რომ ის იქნა აღიარებული, როგორც გენიოსი.”- ასე უპასუხა “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის განცხადებებზე, რომ ბიძინა ივანიშვილი მართავს ხელისუფლებას და მის წარმომადგენლებს.

ადამიანი, რომელიც თვეში ერთხელ, სამ თვეში ერთხელ ურეკავს პრემიერს ან პარტიის თავმჯდომარეს და სატელეფონო ზარებით ახერხებს იმას, რომ მთელ სახელმწიფოს აკონტროლებს და მართავს, ყველაფერს თავი რომ დავანებოთ სასაცილოა“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

IMG.GE
გაზიარება