თუ კეზერაშვილმა მოიგო, ამდენი “განახლების” შემდეგ, “ენმ” ვანოს და კეზერას დაუბრუნდება – თამარ ჩერგოლეიშვილი

1674
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თამარ ჩერგოლეიშვილის გამოხმაურება “ნაციონალურ მოძრაობაში” არსებულ შიდა დაპირისპირებაზე:

“არ ვიცი მიშა რას იზამს, მაგრამ თუ მელიას გაგდებას მხარი დაუჭირა და კეზერაშვილმა მოიგო (ვანო მერაბიშვილიც მის მხარესაა მელიას წინააღმდეგ) ალბათ ხატიას აირჩევენ თავმჯდომარედ, და ამდენი “განახლების” შემდეგ, ენმ ვანოს და კეზერას დაუბრუნდება.

ხატიას დააყენებენ ხოლმე ელენესთან, ზურასთან და ვაშაძესთან ერთად და ეს იქნება ის გრანდ ერთიანობა, რაზეც ზურა საუბრობს.

P.S. –  ახლა, ორივე მხარე მიშას სიყვარულში და ერთგულებაში შეეჯიბრება ერთმანეთს საჯაროდ – შეიძლება, მიშამ მხარის არჩევა გააჭიანუროს, ან საერთოდ დაიკიდოს. მოსწონს რომ ეფერებიან და მოაფერებინებს.
არასაჯაროდ – მოქრთამვა წავა.”- წერს ცერგოლეიშვილი.

IMG.GE
გაზიარება