გიორგი ბარამიძე ხელისუფლების დასამარცხებლად და ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ემზადება

374
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე პარტიაში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

მისი თქმით, ახლა მთავარია, რომ პარტიაში მოხდეს განახლება, მომზადება და მოქმედი ხელისუფლების დამარცხება.

“პუტინის მონა ოლიგარქის მონების ჟივილხივილი სასაცილოა, რადგან ვერ ეღირსებიან ენმ-ს დასუსტებას და მით უფრო გაქრობას!
მიშას პატიმრობის პირობებშიც და მანამდეც, პარტიის შიგნით აზრთა სხვადასხვაობა ყოველთვის იყო არის და იქნება.

მტრებს გავაწბილებ, რომ ენმ-ში “დაპირისპირებაა” და მოყვრებიც არ უნდა აყვნენ ამ ქოცურ მესიჯს!

აზრებისა და პოზიციების ჭიდილი და შეჯიბრი კი ბატონო. ღმერთმა არ ქნას მიშას დაარსებულ და მიშას ლიდერობით მებრძოლ, პარტიაში განსხვავებული აზრის გამოთქმის ვინმეს შეეშინდეს და გნებავთ შიდა დებატი და უკეთესის (ლიდერების თუ ჩვენი მიზნების მიღწევის მეთოდების) მცდელობა ოდესმე შეწყდეს.

ენმ-ს უკვე კარგა ხანია დამკვიდრებული აქვს ლიდერთა არჩევისა (პოლიტსაბჭოს და თავმჯდომარის) და თუ გნებავთ პრაიმერისის (საპრეზიდენტო კანდიდატის 2014 წელს) მეთოდის გამოყენებაც და ამაში საგანგაშო ან მიუღებელი არც არაფერია, ცხადია მომავალშიც იქნება მეტი არჩევითობაც და მეტი გახსნილობა ახალი იდეებისა და პარტიის პოლიტიკის თუ (ნებისმიერ დონეზე) ლიდერთა არჩევის მეთოდები.
მთავარია, რომ ყველას გვახსოვდეს, ყოველ კონკრეტულ მომენტში რა არის პრიორიტეტული.

ამ წამს მთავარია მიშას გადარჩენა და ამისთვის რეჟიმზე ქვეყნის შიგნიდან და გარედან ზეწოლის გაძლიერება, შემდეგ ჩვენი პარტიის კონსოლიდაცია და ერთგვარი კრიზისიდან ბევრად გაძლიერებულად გამოსვლა, რაშიც დარწმუნებული ვარ.
ამისთვის არჩევნებიც, წევრთა გამოკითხვაც და თუ ვინმეს უნდა პრაიმერისებიც უნდა გაკეთდეს და გაკეთდება კიდეც.

ეს ყველაფერი საფუძვლიანად უნდა მომზადდეს, მათ შორის აუცილებელია “ენმ”-ის წესდების განახლება და შესწორებების მომზადება და ყოველგვარი ვნებათაღელვისა და ზედმეტი სიჩქარის გარეშე, ყველაფრის საფუძვლიანად განხორციელება.
გვახსოვდეს ენმ-ს დასუსტება აწყობს მხოლოდ პუტინისტებისა და მოღალატეების რეჟიმს!

რაც არ უნდა არ მოგვწონდეს რამე უნდა გავაკეთოთ მშვიდად და ჩვენი ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

ძალა მართლაც ერთობაშია და თუ ერთობას შევინარჩუნებთ, ყველაფერი იქნება კარგად. ჩემთვის ყველანაერი ის მხარე თუ ეს “მხარე” მიუღებელია.
ერთად რეჟიმს აუცილებლად დავამარცხებთ.”- წერს გიორგი ბარამიძე ფეისბუქში.

IMG.GE
გაზიარება