ეშმაკს შევეკვრები ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ოღონდ ეს სიმსივნე მოშორდეს ქართველ ხალხს – ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

467
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეშმაკს შევეკვრები ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ოღონდ ეს სიმსივნე მოშორდეს აქაურობას და ქართველ ხალხს – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა 10 ნოემბერს, “მთავარი არხი”-ს ეთერში სტუმრობისას.

მისი თქმით, პარტიაში რაც შეიძლება მალე უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები თავმჯდომარის გამოსავლენად.

ის ერთ-ერთია, ვინც თვლის, რომ საჭიროა ახალი თავმჯდომარე, თუმცა დასძენს, რომ ეს არ ნიშნავს რაიმე დაპირისპირებას.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” არის განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ისინი გაერთიანდებიან, გაძლიერდებიან და დაამარცხებენ მოქმედ ხელისუფლებას.

ჟურნალისტის კითხვაზე – ხომ არ აპირებს საკუთარი კანდიდატურა დააყენოს თავმჯდომარის პოზიციაზე, ხაბეიშვილი პასუხობს, რომ ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი, თუმცა არ გამორიცხავს.

IMG.GE
გაზიარება