არ ვფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ ვერ გავძელი, უკრაინა მეძახდა – კობა ხაბაზი

338
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის წევრი კობა ხაბაზი კვლავ უკრაინაში წავიდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:

“არ ვფიქრობდი დაბრუნებას, მაგრამ ვერ გავძელი. უკრაინა მეძახდა, თანამებრძოლებზე ფიქრი არ მაძინებდა…

იქ უნდა იყო კობა, იქ სადაც ბოროტების დამარცხების ბედი წყდება, იქ, სადაც შენი საქართველოს მომავალი იჭედება, შინაგანი ხმა გამუდმებით მიმეორებდა…
ვბრუნდები უკრაინაში! “ბაბუც” აქ არის!”– წერს კობა ხაბაზი.

IMG.GE
გაზიარება