თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა, ღმერთი ფარავდეს საქართველოს – პრემიერი

123
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 100 ათასი მოწამის ხსენების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

“13 ნოემბერს ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოვლენას, რწმენისა და სამშობლოსათვის საოცარ თავდადებას აღვნიშნავთ – ამ დღეს, თითქმის 800 წლის წინ, ასი ათასი ქართველი სარწმუნოების დაცვას შეეწირა.

ჩვენი გმირი წინაპრების ხსოვნა საუკუნეთა განმავლობაში განსაზღვრავდა ჩვენი ხალხის სულიერ ღირებულებებს, განამტკიცებდა ჩვენს რწმენას, და ასე იქნება მუდამ.
გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს – ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას.
ღმერთი ფარავდეს საქართველოს.”– წერს პრემიერი.

IMG.GE
გაზიარება