ია მეტრეველი მიხეილ სააკაშვილს მიმართავს

729
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“სააკაშვილს მინდა ვუთხრა, ისე არ ზიხარ იქ, როგორც უნდა იჯდე, შენ როგორი ციხეც გქონდა გაკეთებული, აი იმ ციხეში უნდა იყო და მაშინ ვნახავდი როგორ გაუძლებდი.”– განაცხადა ია მეტრეველმა ტელეკომპანია “იმედი”-ს ეთერში სტუმრობისას.

“ჩვენ არ მოგცემთ უფლებას, რომ არ დაისაჯოთ და როდისმე დაბრუნდეთ ხელისუფლებაში, ეს გამორიცხულია.

ასევე, მინდა შევახსენო, ის საშინელებები, რაც მათ ჩაიდინეს. არ შემიძლია არ ვახსენო იური ვაზაგაშვილი, რომელიც შვილის საფლავზე დააკლეს, წარმოიდგინეთ, ასეთი ბოროტება, რაც მათ აქვთ ჩადენილი, არ გაგონილა საერთოდ და გასამრავლებელი ბიჭები ამოჟლიტეს, 160-მდე მარტო ქუჩაში დახვრიტეს, არაფრის გულისთვის.

სადაც ზის მადლობა თქვას, რომ ფუფუნებაშია. რა უფლებების დარღვევაზეა ლაპარაკი? ფუფუნებაში ცხოვრობს და იკვებება მშვენივრად, უბრალოდ ვერ აუტანია ჩაკეტილ სივრცეში. კაცმა ამდენი მილიარდი წაგლიჯა ქვეყანას და ახლა ციხეშია. ასე რომ, სადაც ზის მადლობა თქვას”- განაცხადა ია მეტრეველმა 13 ნოემბერს, “იმედი”-ს გადაცემა “იმედი LIVE”-ში სტუმრობისას.

IMG.GE
გაზიარება