ჩვენ ვესწრებით “ნაც.მოძრაობის” საბოლოო დასასრულს – თეა წულუკიანი

191
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით  ამ პოლიტიკური ძალის საბოლოო დასასრულს”- ასე შეაფასა თეა წულუკიანმა “ნაციონალურ მოძრაობაში არსებული შიდა გადანაწილებები და დაპირისპირება.

აღარ არსებობს ის, რასაც თავადვე „ნაციონალურ მოძრაობაში უწოდებდნენ, ხერხემალი, ვგულისხმობ ვანო მერაბიშვილს. მას შემდეგ, რაც ვანო მერაბიშვილი გამოვიდა საპატიმროდან, მისი პოლიტიკური რესურსი, მიუხედავად მათი მოლოდინებისა, ყველა ვხედავთ, რომ არის ნული ან კიდევ ნაკლები

აღარ არსებობს ლიდერი, რომელიც არის არაერთი სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დამნაშავედ ცნობილი და იხდის სასჯელს, ვგულისხმობ ყოფილ პრეზიდენტს. რაც შეეხება ჭკუას, ის არის საზღვარგარეთ, ვგულისხმობ ადეიშვილს. ამიტომ, მათ არ ემუქრებათ რაიმე ტიპის წინსვლა და წარმატება. მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვესწრებით  ამ პოლიტიკური ძალის საბოლოო დასასრულს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

IMG.GE
გაზიარება