ჟურნალისტ თორნიკე კვერენჩხილაძის თქმით, იძულებული გახდა, რომ საქართველო დაეტოვებინა

1837
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტმა თორნიკე კვერენჩხილაძემ საქართველო დატოვა. როგორც ის სოციალურ ქსელში წერს,  იძულებული იყო წასულიყო ქვეყნიდან და პროფესიაზეც უარი ეთქვა, თუმცა, კონკრეტულ მიზეზებს არ ასახელებს.

თორნიკე კვერენჩხილაძე მუშაობდა ტელეკომპანია მე-9 არხზე, იმედზე, აჭარის ტელევიზიაში და ბოლოს ტელეკომპანია “პირველში”.

მისივე პოსტიდან ირკვევა, რომ აპირებს სოციალურ პლატფორმებზე: YOUTUBE-სა და ტიკტოკზე” აქტივობებს, ამისთვის კი მეგობრებს ფინანსურ დახმარებას სთხოვს აპარატურის შესაძენად.

“ტელევიზორი საქართველოში დავტოვე! წართმეულ პროფესიასთან ერთად. იძულებული ვიყავი დამეტოვებინა ქვეყანა.

ახლა ევროპის მასშტაბით გადავადგილდები. ეს შანსია რეალიზების, შემეცნებისა და გაზრდის. კონტენტი მრავალფეროვანი იქნება. იმედი მაქვს, ბევრი რამის ჩვენებას მოვახერხებ. დიდება თქვენ!”- წერს თორნიკე კვერენჩხილაძე.

IMG.GE
გაზიარება