არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს უნდა შეჩერდეს! – ნუკა არველაძე

1247
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ჟურნალისტი ნუკა არველაძე ბიძინა ივანიშვილზე წერს:

“დღეს, როცა ,,დემოკრატიულად” დევნიან ჩემი სამშობლოს ქველმოქმედს, მეცენატს, ფილანტროპ ადამიანს, ბიძინა ივანიშვილს. რომლის წყალობით ჩემი სამშობლო გადაურჩა სულ მცირე შიდა სისხლიან დაპირისპირებას 2012 წელს და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის წყალობით, მის მიერ დატოვებული პოლიტიკური გუნდის ძალისხმევით, ჩემი სამშობლო დღეს არ არის ომის ქარცეცხლში.
როგორ შეიძლება ელაპარაკო იმ კატეგორიას რომელსაც ამის დანახვა და აღიარება არ უნდა ,,დემოკრატიულად”

როცა პირდაპირ გვეუბნებიან პირდაპირ, რომ ეს ადამიანი დაგმე და ჩემთან მიგიღებო
ამ ადამიანის მიერ განხორციელებული სიკეთე ფეხქვეშ გათელეო
უარყავი, გაწირე ჩაქოლე და ესაა ,,დემოკრატიაო”

რეალურად, საქართველოს ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრებულები, გაზულუქებული სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა აღიარეთ და მიგიღებთო?

,,დემოკეატიულად” გაიგეთ რომ 2012 წლამდე ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ,,დემოკრატიული” იყოო, მერე რა თუ ბიზნესის რეკეტი, ჩარეცხილი თაობა, ქუჩაში ჩახოცილი ახალგაზრდობა, ნაწამები და დახოცილი პატიმრები იყვნენო – ეს “დემოკრატიული” გამონათება ყოფილა!

და თუ იქ სადღაც ევროპარლამენტში იმის განსხვავება უჭირთ
რა იყო 2012 წლამდე და დღეს რა არის დემოკრატიის თვალსაზრისით ჩემს სამშობლოში; თუ ამხელა განსხვავებაზე თვალს ხუჭავენ, ბრმავდებიან და ანგაჟირებულ ნეტარებაში არიან, გამოდის, რომ კუბილიუსის თამადობით სააკაშვილის კრიმინალებზე შეყვარებული და კორუმპირებული ათიოდე დეპუტატი შავზე თეთრს მიმტკიცებს და ქვეყნის ბედის გადაწყვეტა უნდა? ეს უნდა შეჩერდეს!!!

არ ვიცი როგორ, მაგრამ ეს უნდა შეჩერდეს! დღეს, ევროკავშირიდან პოლიტიკური დევნის ობიექტი ,;დემოკრატიულად” არის ჩვენი სამშობლოს, ჩვენი დროის ქველმოქმედი, მეცენატი, ფილანტროპი და უბრალოდ ძალიან კარგი ქართველი ბიძინა ივანიშვილი”- წერს ნუკა არველაძე.

IMG.GE
გაზიარება