ვერცერთ კონკრეტულ ადამიანს ვერ შეეხება დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმები – ოლივერ ვარჰეი (ვიდეო)

504
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ვერცერთ კონკრეტულ ადამიანს ვერ შეეხება დეოლიგარქიზაციის კრიტერიუმები, ვინაიდან, ეს არის ერთგვარი ჩარჩო სისტემა.

“ჩვენი კრიტერიუმები არის ზოგადი და არასდროს არ უკავშირდება კერძოდ, რომელიმე ადამიანს, არც შეიძლება უკავშირდებოდეს. სწორედ ამიტომ, როდესაც საუბარია კანონზე დეოლიგარქიზაციის შესახებ, ჩვენ ვთხოვეთ ქვეყანას ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს არსებობა, რომელიც ამ სისტემას დაარეგულირებს”- განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ დღეს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრეს-კონფერენციაზე.

 

IMG.GE
გაზიარება