ლევან ხაბეიშვილი ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატია

556
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლევან ხაბეიშვილი ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობის კანდიდატია. ამის შესახებ მან დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

რამდენიმე დღის წინ, ხაბეიშვილი ამბობდა, რომ არ აპირებდა თავმჯდომარეობისთვის ბრძოლას.

„ჩემმა მეგობრებმა, თანამებრძოლებმა გაახმოვანეს და მოითხოვეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დემოკრატიული არჩევნები, სადაც ამომრჩევლების მიერ არჩეული უნდა იყოს ახალი თავმჯდომარე. მნიშვნელოვანია, რომ ამ იდეას მხარი დაუჭირეს „ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა, „ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელების დიდმა ნაწილმა და საკრებულოს წევრებმა. არჩევნების მზაობა გამოთქვა პარტიის ხელმძღვანელმაც, რაც მისასალმებელი და მნიშვნელოვანია.

რამდენიმედღიანი კონსულტაციის შედეგად, ჩემს მეგობრებთან, თანამებრძოლებთან ერთად გადაწყვეტილება მივიღე, რომ მონაწილეობა მივიღო არჩევნებში „ნაციონალური მოძრაობის“ მხადრამჭერებს შევთავაზო საკუთარი კანდიდატურა. ამ გამოწვევას ვიღებ არა ვინმეს საწინააღმდეგოდ, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ გასაძლიერებლად. ვიღებ გამოწვევას, რომ დაბრუნდეს ძლიერი, აქტიური „ნაციონალური მოძრაობა“ და შესაბამისად, დაბრუნდეს რეალური უკომპრომისო მებრძოლი ოპოზიცია ქართულ პოლიტიკაში.

ჩემი მიზანია, „ნაციონალური მოძრაობა“ დავუბრუნო იმ ხალხს, ვისაც ეს ეკუთვნის. მის ამომრჩეველს, მის მხარდამჭერებს და ყველას, ვისთვისაც „ნაციონალური მოძრაობა“ რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის დამარცხების მთავარი პლატფორმა და შესაძლებლობაა“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

IMG.GE
გაზიარება