გიორგი ჩალაძემ ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა

328
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

გიორგი ჩალაძემ ნაც.მოძრაობის თავმჯდომარეობაზე საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ მან დღეს, ჟურნალისტებთან განაცხადა.

„პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი არის ერთადერთი, რაზეც სრული კონცენტრირება არის საჭირო, შესაბამისად, ჩემთვის ყველაფერი სხვა დანარჩენი მეორეხარისხოვანია. დღეს, ლევან ხაბეიშვილის გამოსვლას ვუსმინე, სამწუხაროდ, შეხვედრებზე ვიყავი და მასთან პირადი საუბარი ვერ შევძელი, საჭიროა, ერთად დასხდომა და საუბარი, ეს საქმე შარშან, 3 ოქტომბერს უნდა დაწყებულიყო და პრეზიდენტ სააკაშვილის თემა უნდა იყოს პირველი, ეს არის ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის საკითხი. შესაბამისად, მინდა ვთქვა, რომ ვხსნი ჩემ კანდიდატურას, მე აღარ დავაყენებ არჩევნებზე ჩემ კანდიდატურას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, არანაირი შტაბები, ფორმალური გაფორმება, სტრუქტურული ერთეულები, ან სხვა რამე არ არის საჭირო, ეს უნდა იყოს ფართო კონსენსუსი, ჩვენ გვჭირდება პროცესი პრეზიდენტ სააკაშვილისთვის და არა სხვისთვის.

იმედი მაქვს, პარტია და სხვა დანარჩენი რესურსი მხარში ამომიდგება, რომ ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტი ერთად გადავარჩინოთ“, – განაცხადა გიორგი  ჩალაძემ.

ჩალაძემ ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც დღეს, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ აპირებს იბრძოლოს პარტიის თავმჯდომარეობისთვის.

 

IMG.GE
გაზიარება