აღარ დარიცხოთ, მადლობა პრემიერს და ყველას – თურქეთის კლინიკაში გარდაცვლილი გოგონას დედა ახალ ინფორმაციას ავრცელებს

1285
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

თურქეთში გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილის გადმოსვენებასთან დაკავშირებული პრობლემა მოგვარებულია. ამ ინფორმაციას გარდაცვლილის დედა ავრცელებს სოციალურ ქსელში და მოქალაქეებს მიმართავს, რომ ნუღარ დარიცხავენ თანხას, რომელიც კლინიკის ვალის დასაფარად იყო საჭირო, ვინაიდან, მისი ცნობით, პირადად პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილია საქმის კურსში და საკითხის გადაწყვეტასაც ის კურირებს.

შეგახსენებთ გოგონა 13 ნოემბერს გარდაიცვალა და ოჯახს კლინიკის დავალიენება 44 ათასი დოლარი ჰქონდა, რის გამოც ცხედარს არ ატანდნენ.

ფოტოზე: გარდაცვლილი მარიამ გოგიაშვილი.

 

IMG.GE
გაზიარება