ნუ აწუხებთ პუტინის ტყვე მესამე პრეზიდენტს, ტვინი გაანძრიეთ “ზოგიერთებმა” – თაკო ჩარკვიანი

430
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

დიახ უძრაობის დრო არ არის, მოძრაობის დროა, რომ იძირები და იხრჩობი ხელი უნდა გაანძრიო, ამის დრო არ არისო ხომ არ ვიტყვით??! ჰოდა, ნუ აწუხებთ პუტინის ტყვე მესამე პრეზიდენტს, რომლის ჯანმრთელობა ყოველ დღე მძიმდება კლინიკაში , ნუ აწუხებთ უხერხულია უბრალოდ, არ ვერევიო თქვა მეტი რა თქვას, ასე ნეტავ მისი გათავისუფლებისთვის ეზრუნა პარტიის თავმჯდომარეს, ყველასთან რომ დაპირისპირებული იყო და სექტანტებს და ხან დაჯგუფებას ეძახდა მიშას მომხრეებს, იმის მაგივრად რომ გაერთიანებაზე ეზრუნა და თითოეულ მათგანს მოფერებოდა, ჰოდა ახლა კეთილი ინებეთ და ხელი გაანძრიეთ”– წერს თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში.

“დიახ, ამომრჩეველი და გულშემატკივარი დასავლური ვექტორის, დასავლური “ძალა ერთობის”- მსხვილი ოპოზიციური პარტიისა ითხოვს მოძრაობას, გმობს უმოქმედობას, არ არის კმაყოფილი თავმჯდომარის “არარსებული სტრატეგიით”, რა ტრაგედიას და ალიაქოთს ჰქმნის თავად მოქმედი თავმჯდომარე ნიკა მელია??

გაუგებარია, რა პრობლემაა?! არ მოსწონს ფაქტია გულშემატკივარს პარტიის ეს ჩაძირული პროცესი, ჰოდა ძალიან კარგი. მოძრაობა ყოველთვის სჯოს უმოძრაობას-ჭაობს, იმიტომაც ექომაგება კობახიძე და “ძმანნი მისნი” ასე ძალიან ნიკა მელიას, რატომ? იმიტომ რომ აწყობთ ეს სტაგნაცია, ეს უმოძრაობა აწყობს ხელისუფლებას სწორედ!

მესამე პრეზიდენტი – პუტინის ტყვე კვდება ციხეში, ამომრჩეველი მოძრაობას გთხოვს, ბევრი კარგი სახე გარბის ნაც მოძრაობიდან! მორჩა წერტილი, ესეიგი მოქმედებაში უნდა მოხვიდე, სახელმწიფოს ვკარგავთ, რა ისტერიაა ?! “იგი წავა და სხვა მოვა , ტურფასა საბაღნაროსა”, რადგან “სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი”.

ვინ მოვა? ტვინი გაანძრიეთ “ზოგიერთებმა” და კეთილი ინებეთ გამოცდილი ხალხი ხართ, აწონ-დაწონეთ და ისეთი ლიდერი აირჩიეთ, რომ არ “აპიპინოს “რუსთაველზე, აზვირთებული ხალხი სახლში არ გაუშვას აქციიდან მუდამ და მიშას დაფუძნებულ პარტიაში მიშას ხსენების არ შეეშინდეს! ძალა ერთობაშია და ხალხში! ხალხი ბრძენია!”– წერს თაკო ჩარკვიანი.

IMG.GE
გაზიარება