სამასხარაოდ გადაქცეულ პარტიაში აღარაფერი მესაქმება – მარიკა დათუკიშვილი “ნაც.მოძრაობაზე”

402
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნაციონალური მოძრაობის ყოფილი წევრი და ყოფილი დეპუტატი თბილისის საკრებულოში მარიკა დათუკიშვილი სოციალურ ქსელში ეხმიანება პარტიაში არსებულ ვითარებას.

“ნუ გამოიყენებთ ჩემს ფეისბუქ სტატუსებს თქვენი სასურველი კანდიდატების სასარგებლოდ, ცუდი საქციელია. მელია და ხაბეიშვილი ორივე არის უღირებულებო, ტოქსიკური, სრულიად მიუღებელი ჩემთვის, ამ ორ პირს უკავშირდება ჩემი გამიჯვნა, ჩამოშორება პარტიას და საჯარო აქტივობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ მხოლოდ პირადი ინტერესი მკარნახობს მათ მიუღებლობას. სამასხარაოდ გადაქცეულ პარტიაში აღარაფერი მესაქმება, “ქოცებს” დავცინით და  რა გახდა ამხელა პარტიაში ერთი ინგლისურის მცოდნე კანდიდატის წარდგენა”- წერს მარიკა დათუკიშვილი.

IMG.GE
გაზიარება