საინფორმაციო ძალადობას ეწევიან, რომ რაც ცუდი იყო ის კარგად შემოგვასაღონ – არჩილ თალაკვაძე

147
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

როდესაც სტრასბურგი გეტყვის, რომ ადამიანის მკვლელობაში პირდაპირ ვერტიკალის სათავეში იყავი, შენი შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, შენი სასამართლო ფარცხავდნენ ერთი კაცის საქმეს, რომელიც მოკლა შენმა ხელისუფლებამ, მაშინ, უნდა გამოსულიყავი და გეთქვა უბრალოდ, დიახ, დააშავეს ამათმა და უნდა დაისაჯონ – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.

„თქვენ რა იცით, იმაზე მეტი ჰუმანურობა როგორია, როდესაც ადამიანი, ვისი უშუალო ხელმძღვანელობით აწამებდნენ პატიმრებს და წელიწადში 150-მდე პატიმარი იღუპებოდა იმის გამო, რომ ჯანდაცვა არ ჰქონდა, სცემდნენ და იმის გამო, რომ უბრალოდ პირობები, რაც იყო ციხეში, იყო ადამიანის ჯანმრთელობის, ღირსების და სიცოცხლის წინააღმდეგ.

ოთხსართულიან საწოლებზე ეძინათ. აღარ არის ერთია, მაგრამ დღეს რომ თავს გვახვევენ და რეალობის გადაკეთება რომ უნდათ და საინფორმაციო ძალადობას ეწევიან, რომ რაც ცუდი იყო ის კარგად შემოგვასაღონ, ეგ არ არის რომ დღეს აღარ არის. პირიქით, დღეს ისინი რჩებიან პოლიტიკაში ისევ და ისევ ევროპული წესების წინააღმდეგ. ევროპული წესებით პოლიტიკაში ასეთი ლიდერები ვერ დარჩებოდნენ დასავლეთ ევროპის ვერც ერთ ქვეყანაში იმიტომ, რომ როდესაც შენ სტრასბურგი გეტყვის, რომ ადამიანის მკვლელობაში პირდაპირ ვერტიკალის სათავეში იყავი, შენი შინაგან საქმეთა მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, შენი სასამართლო ფარცხავდნენ ერთი კაცის საქმეს, რომელიც მოკლა შენმა ხელისუფლებამ, მაშინ, როდესაც უნდა გამოსულიყავი და გეთქვა უბრალოდ რომ დიახ, დააშავეს ამათმა და უნდა დაისაჯონ, არა.

სტრასბურგმა დაადგინა, რომ გირგვლიანის საქმეზე პრეზიდენტიდან დაწყებული ციხის კარის მცველით დამთავრებული ყველა მოქმედებდა ადამიანის უფლებების დარღვევებში სინქრონში. ეს იყო ნათქვამი და ეს ხალხი დღეს პოლიტიკაში არიან. ვიღაცას ისინი წასულები ჰგონია, მაგრამ პოლიტიკაში არიან“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

IMG.GE
გაზიარება