ამერიკელი სენატორის თქმით, საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგია გადასახედია

639
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით, – განაცხადა ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა.

„საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ჩვენ მნიშვნელოვან მხარდაჭერას ვუწევთ საქართველოს რეფორმების დღის წესრიგს. მე ვამბობდი, რომ შესაძლოა, ამ დახმარების გარკვეული ნაწილი დავაკავშიროთ საქართველოს მხრიდან ქცევასთან და მე დამარწმუნეს სახელმწიფო დეპარტამენტის და წარმომადგენელთა პალატის წევრებმა საბიუჯეტო მოლაპარაკებების ბოლო რაუნდში, რომ შესაძლოა, ამის გაკეთება კარგი არ ყოფილიყო, მაგრამ ვფიქრობ, შესაძლოა, უნდა ვიფიქროთ, არის თუ არა დრო, რომ გადავხედოთ ჩვენს სტრატეგიას საქართველოსთან დაკავშირებით.

საქართველოს ამჟამინდელმა მთავრობამ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსი იყო ძირითადი ვალდებულება, რის შესრულებასაც გეგმავდა, მაგრამ მათ აშკარად უღალატეს საკუთარ სიტყვას ამ ვალდებულებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომ ვიფიქროთ იმ ვარიანტების შესახებ, რომლებიც ჩვენ უნდა ვცადოთ და პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ ამისთვის, რათა მათ იცოდნენ, რომ არსებობს შედეგები და ზოგიერთი ასეთი შედეგი შეიძლება იყოს ისეთი სახის დახმარება, რომელიც ჩვენ მზად ვართ გაგიწიოთ. მე სრულიად ვეთანხმები, რომ ქართველი ხალხი არ არის დამნაშავე აქ, ეს მათი მთავრობაა, მაგრამ რაღაც მომენტში მათ უნდა მოსთხოვონ თავიანთი ხელისუფლებისგან მეტი პასუხისმგებლობა.

იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო ხანგრძლივი დისკუსიით შევძლებთ ამ თემაზე საუბარს, რადგან ვფიქრობ, ჩვენ უნდა ვიფიქროთ სხვა გზებზე, რომლითაც შეგვიძლია დაგეხმაროთ, რადგან, რასაც ჩვენ ახლა ვაკეთებთ, როგორც ჩანს, არ მუშაობს“, – განაცხადა შაჰინმა.

ამ თემაზე:

ირაკლი კობახიძის პასუხი ამერიკელ სენატორს

IMG.GE
გაზიარება