ეს ადამიანები სექტანტური აზროვნებით ჩამოყალიბდნენ. მათი მიზანი ქვეყანა კი არა, ძალაუფლებაა -მაია ნიკოლეიშვილი (ვიდეო)

283
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ეს ადამიანები სექტანტური აზროვნებით ჩამოყალიბდნენ. მათი მიზანი ქვეყანა კი არა, ძალაუფლებაა”- განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემა “იმედი LIVE”-ში 16 ნოემბერს, როდესაც “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას.

„ნაცმოძრაობა“ იყო ერთადერთი პარტია, რომელსაც არ გააჩნდა არანაირი პროგრამა ან ხვალინდელი დღის ხედვა. ამ პარტიის უბედურება არის ის, რომ მხოლოდ სიძულვილზეა. პარტია, რომელიც „კმარას“ ვერ გასცდა. ეს იყო მესიჯბოქსებზე გაზრდილი ახალგაზრდობა, ანუ სტიმული რეაქციაზე, და არა ინტელექტზე. შემდეგ დაიცალა ინტელექტისგან და დღეს ვხედავთ იმას, რაც არის – მისი ერთადერთი რესურსი არის სიძულვილი და ყველაფრის წინააღმდეგობა. აქედან გამომდინარე, მათი ერთადერთი არგუმენტი იყო „პრორუსული ხელისუფლება“. ეს იყო კლიშე, რომელიც ძალიან მოძველდა. მათ ნამდვილად არ უნდათ საქართველოს კეთილდღეობა, მათთვის მთავარია ძალაუფლება. საუბედუროდ, ეს ადამიანები სექტანტური აზროვნებით ჩამოყალიბდნენ, მათი მიზანი არის არა ქვეყანა, არამედ ძალაუფლება და პირადი კეთილდღეობა ამ ძალაუფლებაში. გუშინდელი რეაქციები ამისთვის ბეჭდის დასმა იყო“, – განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

 

IMG.GE
გაზიარება