ქალბატონი შაჰინი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ ეს ადამიანები თურმე არ უნდა ჩაგვესვა ციხეში – სოზარ სუბარი

400
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

„სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ის არ არის სახელმწიფო”,- ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.

„სტრატეგიული პარტნიორისგან ველოდებით მართალ სიტყვას. ჩვენ ველოდებით სწორ შეფასებებს. როდესაც ლაპარაკობენ დემოკრატიულ უკუსვლაზე და მისტირიან ციხეში წამებასა და მკვლელობებს, 150 კაცი რომ კვდებოდა ციხეში, ბოდიში, ეს დრო ვერ დაბრუნდება, ვისი სურვილიც არ უნდა იყოს. ეს არ არის სტრატეგიული პარტნიორობა, როდესაც ამას ვიღაც მისტირის.

რაც შეეხება ქალბატონ შაჰინს, გავიმეორებ, ქალბატონი შაჰინი იყო ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანი, რომელიც კატეგორიულად ითხოვდა, რომ კრიმინალები, სისტემური წამების შემოქმედები ამ ქვეყანაში, რომელთა დანაშაული არის ძალიან კონკრეტულ ადამიანებზე ბრძანების გაცემა, რომ ისინი ეწამებინათ, მოეკლათ, ქონებები წაერთმიათ და ა.შ. ეს ადამიანები თურმე არ უნდა ჩაგვესვა ციხეში, მათ პასუხი არ უნდა ეგოთ. ასე სახელმწიფო ვერ შედგება. სახელმწიფო, რომელიც უარს ამბობს მართლმსაჯულების განხორციელებაზე, ის არ არის სახელმწიფო. თუკი (აშშ-ის) სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფიქრობს, რომ დემოკრატიული წინსვლა არის ადამიანების წამება, მაშინ ჯობს, დავრჩეთ ამ „დემოკრატიულ უკუსვლაში“.

მინიმუმ კვირაში ორჯერ დავდიოდი ციხეებში, ყველა ნაწამები პატიმარი ჩემი თვალით მყავს ნანახი და კარგად ვიცი, რაც ხდებოდა. შესწავლილი მაქვს ყველა გარდაცვლილი პატიმრის გარდაცვალების მიზეზები და ეს შეგიძლიათ ნახოთ ჩემს მოხსენებებში – ეს თუ არის დემოკრატიული წინსვლა, ბოდიში მომითხოვია, მაგრამ ვერავისგან ვერ მივიღებთ მსგავს დემოკრატიულ წინსვლებს. ჩვენ გავაგრძელებთ სვლას იმ მიმართულებით, რომელსაც ჰქვია ადამიანის უფლებების მაღალი სტანდარტი და რასაც ჰქვია მცდელობა, რომ ევროკავშირის წევრები გავხდეთ. როცა გადაივლის ეს უცნაური დამოკიდებულება, რომ საქართველო მაშინ იქნება წარმატებული, თუ ომში ჩაებმება, ამის მერე გვექნება შანსი, რომ გავხდეთ ევროკავშირის ღირსეული წარმომადგენლები“,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

ამ თემაზე:

ამერიკელი სენატორის თქმით, საქართველოში უზარმაზარი უკუსვლაა და ფიქრობს, რომ საქართველოსთან მიმართებით სტრატეგია გადასახედია

IMG.GE
გაზიარება