უკრაინა გამოყენებული იქნა და სცენარმა არ იმუშავა – დემურ გიორხელიძე

645
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უკრაინა გამოყენებული იქნა და სცენარმა არ იმუშავა – უკრაინას თმის ღერსაც ვერავინ ჩამოუგდებდა თავიდან, ელემენტარული გადაწყვეტილებები რომ მიეღო”- აცხადებს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე, რომელიც საკუთარ შეფასებას სოციალურ ქსელში აქვეყნებს:

“აშკარად ჩანს ზელენსკის გარემოცვაში განიხილება მოლაპარაკების პოზიციები!
რაკი ამაზე გაჟონა ინფორმაციამ – ე.ი. “ჩაუშვეს” მიზანმიმართულად იგი, რადგან აშკარად ჩანს: უკრაინის ნგრევა და განადგურება ახალი ძალით გაგრძელდება, საუბედუროდ!

უკრაინას თმის ღერსაც ვერავინ ჩამოუგდებდა თავიდან, ელემენტარული გადაწყვეტილებები რომ მიეღო: ნეიტრალიტეტი, უსაფრთხოების გარანტიები და
დონეცკისა და ლუგანსკის ოლქის ავტონომია ერთიანი უკრაინული სახელმწიფოს ფარგლებში! მორჩა! რუსები დამუხრუჭებული იქნებოდნენ!

არა! უკრაინა გამოყენებული იქნა და სცენარმა არ იმუშავა, თუმცა, გათვლები სულ ცოტა მარცხს, შიდა არეულობასა და რუსეთის ძალზე ძლიერი მე-5 კოლონის გამოყენებას გულისხმობდა!

თუ რუსები საკუთარ დამპალ ელიტას მოერივნენ (ჯერ არ ჩანს სასიკეთო) – ეს არის ეკონომიკა-ფინანსური სექტორის განმკარგავ ხელისუფლებაში მყოფ ხალხს, ოლიგარქებს, რომელთაგან დიდი ნაწილი სხვა ქვეყნის მოქალაქეა და ნაწილი კიდევ – ორმაგი მოქალაქეობის მქონე, მაშინ, ისე წავა საქმე, როგორც ადრე ვწერდი: უკრაინის მერე დიდ შარში პოლონელები იქნებინ! ბოლო ინციდენტი არ არის შემთხვევითი და მაგრად შეაშინა ყველა!

პოლონეთის თავაღებული მორავეცკებ-დუდებიც კი ფრთხილი იყვნენ… მაგრამ უკრაინა “გაუჩალიჩებს” აშკარად… ამიტომაც უნდათ დასვან მალე მოლაპარაკების მაგიდასთან.

ვნახოთ:

დაპირისპირებაა ამ საკითხზე, აშშ-იც და რუსეთშიც! სად გაიმარჯვებს გონიერება სულ მალე გამოჩნდება!”– წერს დემურ გიორხელიძე.

IMG.GE
გაზიარება