თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი – პრემიერი გიორგი ვაშაძეს

184
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, – ამ სიტყვებით, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს პარლამენტში მიმართა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მისი გამოსვლა იყო საზოგადოების შეურაცხყოფა.

ჩვენ ახლა მოვისმინეთ ბატონი გიორგი ვაშაძის ემოციური გამოსვლა, რა თქმა უნდა, მე არ ვაპირებ ემოციების დახარჯვას და ენერგიის დაზოგვა მაქვს გადაწყვეტილი, ერთი რამ მინდა გითხრათ, ბატონო გიორგი, თქვენი დღევანდელი გამოსვლა იყო ფარისევლობის და სიყალბის პერფორმანსი და მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა მოიქცეს პოლიტიკოსი, ესაა ფარისევლობა, ესაა სიყალბე და ტყუილი, რასაც თქვენ აკეთებთ და რაც თქვენ ახლა ჩაიდინეთ.

ამას გარდა თქვენ რა თქმა უნდა, შეურაცხყოფა მიაყენეთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას, ჩვენს დეპუტატებს, ჩვენ ყველას. ამ დროს რეალურად მე მქონდა განცდა, რომ თქვენ საკუთარ თავზე ლაპარაკობდით,“- განაცხადა პრემიერმა.

IMG.GE
გაზიარება