ბორინკას საქმე და დრო წასულია, თავისუფლება მიშას! – გიორგი ბარამიძე

გაზიარება

“ბორინკას საქმე და დრო წასულია, თავისუფლება მიშას!”- წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში და ეხმიანება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას პოლიტიკურ ასპარეზზე.

“პოლიტიკაში უკან დაბრუნდაო, არც არსად წასულა და თავი ისევ საჯაროდ გამოყო, იძულებული გახდა, მისი გახრწნილი რუსული რეჟიმის გადასარჩენად.

ნათელია, მორიგი “ტრუკის” ჩატარებას ცდილობს, უბრალოდ ახლა უკვე სხვა დროა და ქართველი ხალხის დიდმა უმრავლესობამ გამოიცნო რა “აფერისტი”, ხვითოცაა და მეტი თავს აღარ მოატყუებინებს.

ჩვენს ხალხს უნდა ევროკავშირში და არა რუსი ოლიგარქის რუსულ წუმპეში ყოფნა.
ამიტომ ბორინკას საქმე და დრო წასულია. საქართველოში უნდა გათენდეს და აუცილებლად ასეც მოხდება. ძალა ერთობაშია! თავისუფლება მიშას!”– წერს გიორგი ბარამიძე.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *