უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის თქმით, სანქციები ომისკენ გადადგმული ნაბიჯია

1257
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უნგრეთის პრემიერ ვიქტორ ორბანის თქმით, სანქციები ომისკენ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ მან Kossuth Rádió-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც გამოცემა ‘About Hungary” ავრცელებს.

პრემიერ-მინისტრმა ორბანმა თქვა, რომ ის შიშობს, რომ თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმავე გზას და ევროპას ამ ომის ნაწილად მივიჩნევთ, „ჩვენ უფრო და უფრო ღრმად ჩავერთვებით ამ კონფლიქტში და საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, უფრო და უფრო ძლიერი გახდება“.

ევროპის ჩართვა ამ ომში, უპირველეს ყოვლისა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით განხორციელდა, რადგან დაახლოებით ექვსი თვის წინ პოლიტიკის შემქმნელები იმედოვნებდნენ, რომ ასეთი ნაბიჯი სწრაფად მოიტანდა მშვიდობას. სამაგიეროდ, სანქციები უშედეგო აღმოჩნდა.

პრემიერის თქმით, სანქციები იყო და არის „ნაბიჯი ომისკენ“. მისი აზრით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციები ეკონომიკური ღონისძიებაა, სამხედრო კონფლიქტში ჩარევით „დგამთ ნაბიჯს ერთ-ერთი მეომარი მხარის მიმართ“ და, როგორც ასეთი, ომის მიმართ.

პრემიერ-მინისტრმა ორბანმა თქვა, რომ რასაც ევროპა აკეთებს, ძალიან სახიფათოა და დასძინა:

„ჩვენ ვცდილობთ შევაკავოთ ისინი, ხელი შევუშალოთ მათ ამის გაკეთებას; ჩვენ ვსაუბრობთ მშვიდობის ენაზე, ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა, ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ თითქმის არავინ მისდევს ამ ხაზს.

ევროკავშირის პოლიტიკის შემქმნელებს არ სურთ იმის გაგება, თუ როგორ იმოქმედებს ის, რასაც ისინი ახლა აკეთებენ, ხვალ, ზეგ ან თუნდაც საშუალოვადიან პერსპექტივაში“. მათ არ სურთ გააცნობიერონ, რომ ეს გამოიწვევს მეტ ზიანს ჩვენთვის, ვიდრე რუსებისთვის, რადგან ამ სანქციების გამო „მთელი ევროპის ეკონომიკა იძირება“. – აღნიშნა ორბანმა და დასძინა, რომ უნგრეთს არასდროს დაუჭერია მხარი სანქციებისთვის და არც ხმა მიუცია

პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ  უნგრეთს ექნება მკაფიო პოზიცია, როგორც შიდა, ისე საერთაშორისო პოლიტიკაში. „მთელი ერი იზიარებს ამ საზოგადოების, ჩვენი თემის, უნგრელების თემის ინტერესებს და ეს არის ის, რასაც მთავრობა წარმოადგენს“, – თქვა მან.

“თუ ბრიუსელი იგივე გზას გააგრძელებს, ჩვენ უფრო და უფრო ღრმად ჩავეფლობით რუსეთ-უკრაინის ომში და საფრთხე, რომელიც ჩვენ წინაშე დგას, უფრო და უფრო ძლიერი გახდება”- ამბობს ორბანი.

მომზადებულია გამოცემა ‘About Hungary”-ზე გამოქვეყნებული ტექსტის მიხედვით.

 

IMG.GE
გაზიარება