სადაც მე ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი ცხოვრობს, იქ მინდა ომი? – ნიკა სიმონიშვილი

382
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საქართველოს ჩართვა ომში არავის არ უნდა და ერთადერთი, რისთვისაც ვმუშაობთ ჩვენ, არის მშვიდობა”– განაცხადა “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნკა სიმონიშვილმა 18 ნოემბერს, “პალიტრანიუსი”-ს გადაცემა “რეზიუმე”-ში სტუმრობისას.

“ჩვენი ორგანიზაცია 2008 წლის ომის შემდეგ დაზარალებული 350 მოქალაქის ინტერესებს იცავს სტრასბურგის სასამართლოში მაშინ, როდესაც ხელისუფლება ფაქტობრივად არაფერს არ აკეთებს იმისთვის, რომ იმ დროს არსებულ საკითხებზე გამოძიებამ წინ წაიწიოს და უუნარო ნაბიჯებს დგამს, ან საერთოდ არ დგამს.

დიახაც, სწორედ, ჩვენ გვინდა სტაბილურობა და მშვიდობა. ვის უნდა ომი? იქ, სადაც მე ვცხოვრობ, ჩემი ოჯახი ცხოვრობს,  იქ მინდა ომი? ან თქვენ გინდათ ომი?. რა თქმა უნდა არა.

სწორედ სტაბილურობის გარანტიაა ევროკავშირი, რომელიც ჩვენგან ითხოვს ერთადერთს, მშვიდობას და სტაბილურობას”– განაცხადა ნიკა სიმონიშვილმა.

IMG.GE
გაზიარება