ადვოკატ ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია

561
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატ ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია. ამის შესახებ მან “მთავარი არხი”-ს ეთერში ჩართვისას განაცხადა.

“ექსპერტები პირდაპირ მიუთითებენ, რომ ის ნიშნები, რომლებიც მოწამვლას ახასიათებს, ის ელემენტები აღმოჩენილია ბიოფსიური კვლევის შედეგად მიხეილ სააკაშვილის ორგანიზმში. ეს არის საფუძველი ითქვას, რომ არის მოწამლული, სხვაგვარად ასე არ განვითარდებოდა არცერთი დაავადება. თუ ხანგრძლივობა დაემთხვევა “ვივა მედში” ყოფნის პერიოდს, ბუნებრივია, ამაზე პასუხისმგებელი იქნება “ვივა მედი”, თუ არადა მაშინ იქ, სადაც მანამდე იყო”-ამბობს ვალერი გელბახიანი.

IMG.GE
გაზიარება