გაუხარდათ კი არა, “ქართულ ოცნებაში” ტრაგედია აქვთ, რადგან იციან, რომ ბიძინა ვიღაცას დაიჭერს – გია ხუხაშვილი (ვიდეო)

გაზიარება

გია ხუხაშვილის განცხადებით, “ქართულ ოცნებაში” ბიძინა ივანიშვილის ღია დაბრუნება სულაც არ გახარებიათ, რადგან ცალკეული ადამიანები კორუფციაში ზედმეტად არიან ჩართულები და გადალახული აქვთ ერთგვარი წითელი ხაზი, რაც ჰქონდათ დაწესებული.

“გაუხარდათ კი არა, ტრაგედია აქვთ  და უძილო ღამეები ელოდებათ, რადგან იციან, რომ ვიღაცას დაიჭერს, მაგრამ ვის, არ იციან”– განაცხადა ხუხაშვილმა.

ამ საკითხზე მან 30 დეკემბერს, “ფორმულის” ეთერში ისაუბრა.

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *