გვახსოვდეს, რომ არჩევანი “ოცნების” საწინააღმდეგოდ უნდა გავაკეთოთ – ნათია მეზვრიშვილი

440
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევანი “ოცნების” საწინააღმდეგოდ უნდა გავაკეთოთ”- წერს სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას მოადგილე ნათია მეზვრიშვილი.

“ყველაზე მკაფიოდ რაც კიდევ ერთხელ გამოჩნდა აშშ-ს გაფრთხილებაში არის ის, რომ აშშ მტერი კი არა, მეგობარია, რომელსაც არ უნდა საქართველო და ქართველი ხალხი მარტო დატოვოს. ღიად დატოვებული კარი დახურვის პირასაა და ნებისმიერ დროს შეიძლება დაიხუროს.

უნდა გვესმოდეს, რომ ამ კარის დახურვაზე პასუხისმგებლობა “ოცნებაზეა”, რომელიც ივანიშვილის პირადი ინტერესით ახდენს დასავლეთის დემონიზებას და საქართველოს ყველა ნამდვილ მეგობარს, მათი დისკრედიტაციის მიზნით, აკავშირებს ნაციონალურ მოძრაობასთან.

მაგრამ ამ კარის დახურვაზე პასუხისმგებლობა ჩვენზეც (საქართველოს მოქალაქეებზეც) იქნება თუ ხელისუფლებას, რომელიც ქვეყანას თავისუფალ მომავალს ართმევს, ოპოზიციაში არ გავუშვებთ და ჩვენი პასუხისმგებლობაც კიდევ ერთხელ შეგვახსენეს დღეს აშშ-ს მაღალი ტრიბუნებიდან.

ამიტომ, უნდა გვახსოვდეს, რომ არჩევანი ოცნების საწინააღმდეგოდ უნდა გავაკეთოთ იმიტომ, რომ ოცნების სასარგებლო არჩევანი უდრის არჩევანს ქვეყნის თავისუფალი მომავლის წინააღმდეგ.”- წერს მეზვრიშვილი.

IMG.GE
გაზიარება