მართლა რა ჩათლახობაა, ასე წიხლი ჩაარტყა იმას, ვინც 30 წელია ცდილობს ფეხზე დაგაყენოს – ვიკა ბუკია

1331
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ტელეწამყვანი ვიკა ბუკია ეხმიანება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების ბოლოდროინდელ განცხადებებს ამერიკასთან დაკავშირებით:

“სენატორ შაჰინს ჩათლახს ეძახის ზარქუა და კობახიძე ამბობს ენჯეოებმა იდარდონ ამერიკული დახმარებაო.

გუგლში კელი დეგნანი რომ აკრიფო შეგრცხვება. ხან დევნილ ბავშვებს ხვდება ცხინვალიდან,ხან ჩაის პლანტაციებში გურულებს, ხან ამერიკაში სწავლაზე მეოცნებე ზუგდიდელებს, ხან წეროვანში მცხოვრებ დევნილებს, ჯარს, პოლიციას, სასწრაფო დახმარების ექიმებსა თუ მეხანძრეებს. მღვდლებს. და მათ შორის, იმ გარეწრებს მას რომ ლანძღავენ.

კიდევ უფრო შორს თუ წახვალ და გადაავლებ არქივს 30 წლიდან დღემდე, მართლა უნდა დაიწვე სირცხვილით.

საქართველოს რამდენი მოქალაქე მკვდარი იქნებოდა, რომ არა C ჰეპატიტის პროგრამა; და რამდენი დევნილი – უსახლკარო. რამდენი სკოლა – ჩამონგრეული და რამდენი გზა ამოთხრილი. და ენჯეოებმა იდარდონო – კობახიძემ.

ასე უხდის მადლობას ჩვენი სახელით ამ ქვეყნის ყველაზე დიდ მეგობარს.. მარტო ამ ერთი განცხადების გამო უნდა ვიწვოდეთ სირცხვილით.

ზარქუაზე საერთოდ კომენტარს არ გავაკეთებ. ისინი ბიძინას მაინც ეფლირტავებიან და ეს მთლად ღარიბაშვილს (რომელიც ზედ არ უყურებდა) ეკურკურებოდა გუშინ.
რანაირად მოვედით აქამდე? მართლა რა ჩათლახობაა ასე წიხლი ჩაარტყა იმას, ვინც 30 წელია ცდილობს ფეხზე დაგაყენოს. ჯამში ეს დახმარება 6 მილიარდს შეადგენს და ეს ამერიკელი ხალხის ფულია.

რეალობა ესაა: რაც არ უნდა ბევრი მადლობები ვუხადოთ სტატუსებში, ეთერებში ამერიკელებს სწორედ კრებსითი კობახიძე გამოხატავს ქართველი ხალხის დამოკიდებულებას რომელიც 30 წლის თავზე, უპრეცენდენტოდ მასშტაბური დახმარების პასუხად ორ სიტყვაში ჩაატიეს: “ენჯეობმა იდარდონ.” – დიახ, ეს სიტყვები დღეს ჩვენ ვთქვით.”– წერს ვიკა ბუკია.

IMG.GE
გაზიარება