მიხეილ სააკაშვილის მოწამვლა არ არის დადასტურებული ფაქტი – ვალერი გელბახიანი

596
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატ ვალერი გელბახიანის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მოწამვლის შესახებ ინფორმაცია არ არის დადასტურებული ფაქტი  და მოხდა მათ მიერ გაჟღერებული ვერსიების ინტერპრეტაციას, რის გამოც ისინი (ადვოკატები) წყვეტენ ამ საკითხზე საჯარო კომენტარებს. ამის შესახებ გელბახიანმა “ქრონიკისთვის” მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა.

“მოწამვლის ნაწილზე ადვოკატები კომენტარებს აღარ ვიძლევით. ინტერპრეტაცია მისცეს, თითქოს დადასტურებული ფაქტია მოწამვლა, არ არის დადასტურებული.

არის ნიშნები, ამას სჭირდება სპეციალური კვლევა, შემდგომში ექსპერტიზები. სანამ დასკვნა არ იქნება, ასეთ კატეგორიულ განცხადებებს ჩვენ ვერ გავაკეთებთ.”- განაცხადა ვალერი გელბახიანმა.

ამ თემაზე იხილეთ მისი კომენტარი, რომელიც რამდენიმე დღის წინ გააკეთა:

ამ თემაზე:

ადვოკატ ვალერი გელბახიანის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი სავარაუდოდ მოწამლულია

IMG.GE
გაზიარება