აღმოჩენილია ცხენების სასაკლაო – მეპატრონე 1000 ლარით დაჯარიმდა

475
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, საპატრულო პოლიციის ჩართულობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში ფიზიკური პირის, გოგა ბაქუზანოვის  ეზოში უკანონო, კუსტარულად მოწყობილი სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ხდებოდა ცხენების  დაკვლა.

ფიზიკურ პირს დაეკისრა ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით და საქმე, შემდგომი მოკვლევის მიზნით, სამართალდამცავ უწყებებს გადაეგზავნა.

IMG.GE
გაზიარება