1 თვე ახალი წლის სეზონურ საცივში უნდა ჩავყოთ თავი და სად არის მიშას ინტერესები? – ზვიად კუპრავა

399
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ზვიად კუპრავა ფეისბუქში წერს:

“გვეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი მიშას საუკეთესო ინტერესებიდან კეთდება. მაგრამ არ გვეუბნებიან, რომ დეკემბრის თვის ბოლომდე მიშას სასჯელის გადავადების პროცესების პარალელურად შიდასაარჩევნო კამპანიაში უნდა შევიდეთ. შესაბამისად ვერავინ მისთვის ვერ მოიცლის. თვის ბოლოდან 1 თვე ახალი წლის სეზონურ საცივში უნდა ჩავყოთ თავი…

არადა, თუ ვადამდელი არა, მარტში ისედაც გვიწევს შიდა არჩევნები.
ბოდიში, მაგრამ ვერ გავიგე, სად არის აქ მიშას ინტერესები?? ხომ არ სჯობს ყველანი ერთად, დეკემბერში მიშას პროცესებზე ვკონცენტრირდეთ?”- წერს კუპრავა.

IMG.GE
გაზიარება