საწყალი სააკაშვილი ამათ ხელში, შეგრძნება მაქვს, რომ ეს კაცი არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მასზე საეჭვოდ მზრუნველთა მძევალიცაა

906
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

მწერალი ლაშა ბუღაძე მიხეილ სააკაშვილზე წერს სოციალურ ქსელში:

“საწყალი სააკაშვილი ამათ ხელში… დილით პოსტი გამოაქვეყნა – ჩემი ჯანმრთელობით ნუ სპეკულირებთო, ახლა მისი ადვოკატი ეჭვობს, რომ ტექსტი სხვამ დაწერა და არა სააკაშვილმა.

სააკაშვილი გახდა “ინტერპტერაცია” მასზე და მისით კაპიტალიზებულთა ხელში. ეს კი უკვე არა პოლიტიკა, არამედ ვულგარული პოსტმოდერნიზმია: აღქმებს უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე სინამდვილეს.

ვინ რას ამბობს, ვის რისი სჯერა და ვის რა სჭირდება რწმენისთვის… ტრაგიკული გროტესკია. შეგრძნება მაქვს, რომ ეს კაცი არა მხოლოდ ივანიშვილის, არამედ მასზე საეჭვოდ მზრუნველთა მძევალიცაა. თუმცა ალბათ ესეც მისი არჩევანია… ივანიშვილმა მიაღწია თავის მიზანს: დათესა სრული ნიჰილიზმი და უნდობლობა მის მოწინააღმდეგეთა შორის, სიმართლესა და იდიოტიზმს შორის ზღვარი გააუქმა და თან დიდი ძალისხმევაც არ დასჭირვებია ამისთვის, რაკი უპასუხისმგებლო სიტუაციური სასარგებლო იდიოტები ისედაც საკმარისად გვყავს საქართველოში. არადა, ეს ტრაგედია წესით არ უნდა იყოს სასაცილო…”– წერს ლაშა ბუღაძე.

IMG.GE
გაზიარება