გიული ალასანიას სთხოვა პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქზე – შალვა ხაჭაპურიძის განმარტება

340
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ადვოკატ შალვა ხაჭაპურიძის განმარტება მიხეილ სააკაშვილის სახელით, 21 ნოემბერს გამოქვეყნებულ პოსტზე, რაზეც გამოითქვა ეჭვი, რომ შესაძლოა ტექსტი არ ეკუთვნოდა მიხეილ სააკაშვილს.

როგორც ხაჭაპურიძე ამბობს, აღნიშნული ტექსტი გიული ალასანიამ, მიხეილ სააკაშვილის თხოვნით გამოაქვეყნა.

“ბატონ სააკაშვილის  ფეისბუქ პოსტმა დიდი მითქმა მოთქმა გამოიწვია, არადა საკითხი მარტივია, იგი შექმნილ ვითარებაზე ესაუბრა დედამისს, ქალბატონ გიული ალასანიას და რადგან თვითონ მას არ შეუძლია, სთხოვა ეს საკითხი პოსტის სახით გამოექვეყნებინა მის ფეისბუქ გვერდზე, რაც დედამ გააკეთა კიდეც.

გაუგებარი მიზეზებით რაღაც ჯგუფმა ამ პოსტის შექმნა გამოქვეყნებაში ქალბატონი ეკა ხერხეულიძე დადანაშაულა რაც რბილად, რომ ვთქვა არაეთიკური და საქმეში ჩაუხედაობაა. ამ პოსტთან ქალბატონ ეკა ხედხეულიძეს არანაირი კავშირი არ აქვს და მეორეც, ეს ადამიანი მიშას უანგარო და ერთგული თანამებრძოლია, რასაც ყოველდღე ვხედავ, რასაც ძალიან აფასებს მიშა და გულახდილად ვიტყვი კეთილი შურით მშურს. იშვიათია სიძულვილით სავსე ამ სამყაროში ასეთი უანგარო მეგობრობა! ჩემი პატივისცემა ქალბატონ ეკას”- წერს შალვა ხაჭაპურიძე.


იხილეთ მიხეილ სააკაშვილის პოსტი 21 ნოემბერს:

არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე – მიხეილ სააკაშვილი

IMG.GE
გაზიარება