სამსახურიდან გაათავისუფლეს ჟურნალისტი, რომელმაც მცდარი ინფორმაცია გამოაქვეყნა პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტაზე

437
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო “ასოშეიტედ პრესმა” სამსახურიდან გაათავისუფლა 35 წლის ჟურნალისტი, რომელმაც პოლონეთში ჩამოვარდნილ რაკეტებთან დაკავშირებით მცდარი ინფორმაცია გაავრცელა, თითქოს ის რუსეთს ეკუთვნოდა.

ამის შესახებ “ვაშინგტონ პოსტი” წერს, რომელიც ინფორმაციას უშუალოდ გამოცემის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.

15 ნოემბერს აფეთქებამ პოლონურ სოფელ პრჟევოდოვში, უკრაინის საზღვართან ახლოს, ორი ადამიანი იმსხვერპლა.

რამდენიმე საათის შემდეგ, Associated Press-მა გამოაქვეყნა ცნობა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ რუსული რაკეტის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს დაზვერვის მაღალი თანამდებობის პირმა მიაწოდა.

ეს ინფორმაცია, როგორც ჩანს, არასწორი იყო. მოგვიანებით პოლონეთისა და ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ სჯერათ, რომ უკრაინული ძალების მიერ გასროლილი ერთი რაკეტა კურსიდან გადავიდა და პოლონეთის საზღვარზე დაეშვა.
IMG.GE
გაზიარება