პირდაპირი ვალდებულება გაქვს შეხვიდე კონფლიქტში რუსეთთან, გაიხსენო ტერიტორიული მთლიანობის თემები – გედი ფოფხაძე (ვიდეო)

1161
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ქართული ოცნება” არის პრორუსული ძალა – თქვა გედი ფოფხაძემ ფორმულას გადაცემა კომენტარში სტუმრობისას. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დიპლომატიური აქტიურობით პირდაპირ კონფლიქტში უნდა შევიდეს რუსეთთან.

“ღარიბაშვილი მიდის ევროპაში და ხვდება მხოლოდ ვიქტორ ორბანს. წერილები წერეს ამერიკის ელჩის მისამართით და დეპეშაც არ გაუგზავნიათ რუსებისთვის. აგინებენ დასავლეთს.  24 თებერვლიდან მოყოლებული ერთი ნეგატიური შეფასება არ მოგვისმენია საქართველოს ხელისუფლებიდან რუსეთთან მიმართებაში, რომელმაც მოახდინა ბუჩა, ბომბავს მშვიდობიან უკრაინულ ქალაქებს.

ეს არის ის სახელმწიფო, რომელიც ცოტა ხნის წინ შენც იმავეს გიკეთებდა. შენ პირდაპირი ვალდებულება გაქვს დღეს გაიხსენო ტერიტორიული მთლიანობის თემები, აგვისტოს მოვლენები, დაიწყო აქტიურობა დიპლომატიურ ველზე, რომ პირდაპირ შეხვიდე კონფლიქტში რუსეთთან და ამას არ აკეთებენ, აბსოლუტურად ამორალური პოზიცია უკავიათ ამ თვალსაზრისით და ჩვენ პარტნიორებსაც აგინებენ, უკრაინის მთავრობასაც არაფერს არ პატიობენ”– თქვა გედი ფოფხაძემ.

Multimedia.ge-ს შენიშვნა: შესაძლოა გედი ფოფხაძეს სხვა რამის თქმა სურდა, ჩვენ ვაქვეყნებთ იმას, რაც მან თქვა, შესაბამისად ვიხსნით პასუხისმგებლობას მის ციტატაზე.

IMG.GE
გაზიარება