ბიძინა ივანიშვილს ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში, ქვეყანა კიდევ ერთხელ არის გადასარჩენი – ლალი მოროშკინა

434
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ლალი მოროშკინა მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილს, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. ამის შესახებ მან 22 ნოემბერს, “ალტ-ინფო”-ს ეთერში განაცხადა.

“მე, როგორც ერთი მოქალაქე მას ვთხოვდი, რომ დაბრუნდეს პოლიტიკაში. მისი დაბრუნებით დაიწყება სულ სხვა პროცესები. სანამ მას აბრალებენ, რომ ჩრდილიდან მართავს ქვეყანას და მოითხოვენ მისთვის სანქციებს,  აქ ეს საუბრები შეწყდება. ბიძინა ივანიშვილს ჰყავს ძალიან კარგი იურისტები და თითოეული ევროპარლამენტარის “ქეისი” (საქმე) ცალ-ცალკე უნდა იყოს განხილული, კრამერიდან დაწყებული ამერიკის მოქმედი ელჩით (კელი დეგნანი) დამთავრებული თითო სიტყვა, რომელიც წარმოთქმულია ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს არის: ხელშეშლა საქმიანობაში,  საქმიანი იმიჯის შელახვა, უბრალოდ, დევნა ადამიანის წინააღმდეგ. ამას უნდა მიეცეს სამართლებრივი ხასიათი.

გასაგებია ჩემთვის, რომ ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება არის პირადი და ოჯახის დისკომფორტიც, მაგრამ კიდევ ერთხელ გადასარჩენია ქვეყანა. რამდენიც არ უნდა იძახონ “ოცნების” დეპუტატებმა, რომ ეს არაფერი არ არის – როგორ? ადამიანმა, რომელმაც ამდენი რამ გააკეთა და პირველ რიგში გვიხსნა რეჟიმისგან, სწორედ ამ ადამიანის განადგურებაზეა საუბარი”- განაცხადა ლალი მოროშკინამ.

IMG.GE
გაზიარება