რაღაც უნდა მოვიფიქროთ – ნინო ჯანგირაშვილი “ქართულ ოცნებაზე”

723
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ნინო ჯანგირაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში:

” 2020–ის არჩევნების  მეორე ტურში თბილისში, სადაც ათიდან ცხრა ოლქში მაჟორიტარული არჩევნები იყო, აქტივობამ 21.9% შეადგინა. აქედან დაახლოებით 10%–მა ოპოზიციის კანდიდატები შემოხაზა, მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციას ბოიკოტი ქონდა გამოცხადებული.

ამომრჩევლის 20% არის რეალურად ის, ვინც მხარს უჭერს ოცნებას, დამატებითი ჩარევების, მოსყიდვის და იძულების გარეშე. 2020–ის შემდეგ იმიტომ გვაქვს სულ აწეწილ–დაწეწილი რამსები და ცხოვრება, სრული აპათიაც იმიტომ გვჭირს, რომ ქვეყანას მართავს ის ხალხი, ვინც არ უნდა მართავდეს, არ უჭერს ამომრჩეველი მათ მხარს. 2021–ის არჩევნებში ყველა დიდ ქალაქში ოცნებამ საშუალოდ 60/40–ით წააგო ოფიციალური შედეგებით, თუმცა საარჩევნო სისტემის მანკიერებით და მაქინაციებით აბსოლუტურიად ყველა ქალაქის თვითმმართველობას ისევ ის აკონტროლებს. არ უნდა ამომრჩეველს ეს ხალხი, თქვა უკვე რამდენჯერ, პირდაპირ და გასაგებად.

არც ივანიშვილი უნდა, არც ზარქუა და არც კობახიძე, არც კალაძე, თავისი წაღმა–უკუღმა პროექტებით. ოღონდ ისევ ესენი გვაზიან თავზე. ძალადობაა ეს ოფიციალური, ტოტალური ძალადობა და როცა მოძალადეს ვერ ერევი, აპათიაც და დეპრესიაც ბუნებრივია. მოკლედ, რაღაც უნდა მოვიფიქროთ, ამოვიდეთ ამ აპათიიდან, რომ ეს არალეგიტიმური ხალხი გავაშხუილოთ აქედან დროზე და გემრიელად.”- წერს ნინო ჯანგირაშვილი.

IMG.GE
გაზიარება