ლევან ხაბეიშვილი არ არის მერაბიშვილის კაცი – პეტრე ცისკარიშვილი

1936
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

“ლევან ხაბეიშვილი არ არის მერაბიშვილის კაცი, ის არის თვითმყოფადი, თავისი დღის წესრიგის შემქმნელი, აქტიური, ენერგიული, ახალგაზრდა პოლიტიკოსი”- განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა ტვ “პირველი”-ს ეთერში სტუმრობისას, რითაც უპასუხა კითხვას, ხაბეიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე და ამ საკითხზე ვანო მერაბიშვილის ინტერესებთან დაკავშირებით.

პეტრე ცისკარიშვილის თქმით, ვანო მერაბიშვილი არ ერევა ნაციონალური მოძრაობის დღის წესრიგში, რადგან მას აქვს “ანტიპუტინისტური კოალიცია”, სადაც ის აქტიურად მუშაობს.

რაც ეხება კეზერაშვილის როლს, ლევან ხაბეიშვილთან დაკავშირებით, პეტრე ცისკარიშვილმა ამ კითხვაზე პასუხი არ გასცა.

IMG.GE
გაზიარება