ირაკლი იმნაიშვილმა “რუსთავი 2” დატოვა

8624
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ირაკლი იმნაიშვილმა “რუსთავი2” დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და განმარტა, რომ ამის მიზეზი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა, რასაც მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს.

“როდესაც “რუსთავი 2” ფიზიკური განადგურების და გაქრობის საფრთხის წინაშე იდგა, პატივი მერგო ვყოფილიყავი იმ გუნდის წევრი, რომელმაც გაქრობას გადაარჩინა 27 წლის ისტორიის მქონე სამაუწყებლო კომპანია. წარმატებები არაჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებისთვისაც „რუსთავი 2” არ არის მხოლოდ სამსახური.

ეს მათი ოჯახია და ისინი არ შეუშინდნენ არც ბულინგს, არც უბინძურეს შანტაჟს. საოცარი იყო რუსთავი 2-ის პატრიოტებთან ერთად მუშაობა. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე მიწევს ჩემს ჯანმრთელობაზე მთლიანად გადავერთო და ამის გამო ვტოვებ რუსთავი 2-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას, თუმცა ჩემი გული “რუსთავი 2″-ში რჩება.”- წერს ირაკლი იმნაიშვილი.

IMG.GE
გაზიარება