ცენტრ “ემპათიის” დასკვნით, მიხეილ სააკაშვილი ამერიკაში ან ევროპაშია გადასაყვანი

399
წაკითხვა/ნახვა
IMG.GE

ცენტრი “ემპათია”, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობს, განცხადებას ავრცელებს.

“ჩვენ არაერთგზის ვაცხადებდით, რომ მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებდა საზღვარგარეთ გაყვანას, სამწუხაროდ, ეს არავინ გაიზიარა. ამჟამად, ჩვენი დასკვნა ასახავს, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. გამოიკვეთა სრულყოფილი ტოკსიკოლოგიური კვლევის აუცილებლობა, რაც საქართველოში შეუძლებელია. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს სასწრაფო წესით გადაყვანას ევროპის ან აშშ-ს მულტი პროფილურ საუნივერსიტეტო კლინიკაში. დღეს კიდევ ერთხელ შევხვდები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლობას და კიდევ ერთხელ გავაცნობ სიტუაციის სიმძიმეს”, – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც მარიამ ჯიშკარიანი ავრცელებს.

IMG.GE
გაზიარება