საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, ქ.კიშინეუში ვიზიტის ფარგლებში, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტს, მაია სანდუს შეხვდა
მაღალი დონის შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს ორი ქვეყნის მჭიდრო მეგობრობა და პარტნიორობა, რაც განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საერთო გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.
მხარეები მიესალმნენ ევროკომისიის ისტორიულ გადაწყვეტილებას, რომელმაც სრულად ახალ ეტაპზე გადაიყვანა მოლდოვასა და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი. ასევე, გაცვალეს ინფორმაცია ევროკომისიის რეკომენდაციათა შესრულების მიმდინარეობის თაობაზე.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მანდატების დატოვებაზე ევროპელებს დაელაპარაკება (ვიდეო)