უსინდისობაა შეწყალება მოსთხოვო პრეზიდენტს, რომელზეც ამბობდი, რომ არის არალეგიტიმური, მოსულია გაყალბებული არჩევნებით, არ ვაღიარებთ და ათას შეურაცხყოფას აყენებდნენ”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ “პალიტრანიუსი”-ს ეთერში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” მოწოდებას პრეზიდენტისადმი, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით.
“დღეს, ეს ხალხი ქალბატონ სალომეს მოუწოდებს, რომ დეპოლარიზაციისთვის იქნებ შეიწყალოთ მიხეილ სააკაშვილიო, ეს სირცხვილია უბრალოდ”- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რას ურჩევდა ის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ საკითზე, თალაკვაძემ უპასუხა:
“მას არ სჭირდება ჩემი რჩევა, ძალიან სწორი პოზიცია დააფიქსირა. ქვეტექსტი ეს იყო, მას არსჯერა, რომ დეპოლარიზაცია ამაზეა დამოკიდებული ეს ერთი და მეორე, არ უნდა მართლმსაჯულებაში ჩარევა.
რას გვემუქრებით? – დადეთ ეს დასკვნა და გაასაჯაროვეთ. 1 წელზე მეტია ამ დასკვნით გვემუქრებიან. დადონ და მიხედავენ ექიმები. მისი ჯანმრთელობა არის ექიმების და არა პოლიტიკოსების საქმე”– განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
ლევან ხაბეიშვილის თქმით, მანდატების დატოვებაზე ევროპელებს დაელაპარაკება (ვიდეო)