სად არის მამუკა ხაზარაძე? – ინგა გრიგოლიას შენიშვნა და პოლიტიკური იმედგაცრუება (ვიდეო)

875
წაკითხვა/ნახვა

მხოლოდ “ნაციონალურ მოძრაობაზე” რომ არ ვისაუბროთ, მე მაქვს კითხვა, სად არის მამუკა ხაზარაძე? – სექტემბრიდან, რაც დავბრუნდი ეთერში ახალ სეზონზე, ვცდილობ ეთერში მოვიწვიო ადამიანი, რომელიც ჩემთვის ერთ-ერთი მისაღები პოლიტიკური ფიგურა იყო, ვისზეც შემეძლო მიმეღო გადაწყვეტილება, რომ მხარი დავუჭირო? – დავიჭირო, რატომაც არა? და უცებ რა რეალობას ვაწყდები? – სად არის “ლელო?, სად არის ლიდერი? – მიმართა ინგა გრიგოლიამ მის გადაცემაში სტუმრად მყოფ “ლელო-საქართველოსთვის” წარმომადგენელ დეა მეტრეველს, რომელმაც უპასუხა, რომ პოლიტიკოსების აქტივობები არ ნიშნავს მხოლოდ ტელეეთერში საუბრებს და რომ მამუკა ხაზარაძე კვლავაც აქტიურად აგრძელებს პოლიტიკურ საქმიანობას.

IMG.GE
გაზიარება