გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის თანამდებობას ტოვებს

274
წაკითხვა/ნახვა

გიორგი ნემსაძე ცაგერის მერის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან ფეისბუქში დაწერა და მიზეზად პირადი საკითხები დაასახელა.

“მინდა საზოგადეობას ვაცნობო, ვტოვებ ცაგერის მერის თანამდებობას.
გადაწყვეტილება მივიღე პირადი მიზეზების გამო და ეს ნაბიჯი არანაირად არ უკავშირდება პოლიტიკური შეხედულებების ცვლილებას ან გუნდთან პოზიციების შეუთავსებლობას!

მჯერა, რომ “ქართული ოცნება” საქართველოში საქმეზე ორიენტირებული ერთადერთი პოლიტიკური ძალაა, შესაბამისად, მე კვლავაც ვრჩები გუნდის რიგით წევრად და ჩვენი მუნიციპალიტეტისა თუ ქვეყნის სამსახურს სხვა პოზიციიდან გავაგრძელებ.

პირველ რიგში, ნდობისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი ცაგერის მოსახლეობას, რომელმაც მერად ამირჩია და ჩვენს გუნდს, რომელმაც ამის შესაძლებლობა მომცა, ასევე მსურს მადლობა გადავუხადო ცაგერის მუნიციპალიტეტის მერიის გუნდის თითოეულ წევრს და მომავალ საქმინობაში წარმატებები ვუსურვო.“- წერს გიორგი ნემსაძე.

შეგახსენებთ, გიორგი ნემსაძე ყოფილი ფეხბურთელია, 1988-1991 წლებში და 1993-1995 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში“; 1991-1992 წლებში ლანჩხუთის „გურიაში“; 1992-1993 წლებში თბილისის „შევარდენში“; 1995-1996 წლებში გერმანიის „ჰამბურგში“; 1996-1997 წლებში თურქეთის „ტრაბზონსპორში“; 1997-1998 წლებში შვეიცარიის „გრასჰოპერში“. საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1992-2004 წლებში ჩატარებული აქვს 69 მატჩი. 2011 წლის მარტში თბილისის „დინამოს“ სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა. ქართველი ფეხბურთელი, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი. თურქეთის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; ბრინჯაოს და ვერცხლის მედლის მფლობელი; საქართველოს ოთხგზის ჩემპიონი.

IMG.GE
გაზიარება