ვაშაძე ფეხსაცმელებიდან ხტება, რათა ლევან ხაბეიშვილზე, თაკო ჩარკვიანსა და სხვა ოდიოზურ ფიგურებზე უფრო შეურიგებელ “ლიდერად” წარმოჩნდეს

455
წაკითხვა/ნახვა

პოლიტოლოგ ლევან ლორთქიფანიძის პოსტი სოციალურ ქსელში:

“როგორი დახუნძლული და გადატვირთულია ქართული პოლიტიკა კარიკატურული და გროტესკული ფიგურებით!

მაგალითად, სრულიად აუტანელია “ქართული ოცნების” წინა ხაზის წევრთა ბაქიაობაზე, იდიოტურ თავდაჯერებულობასა და მლიქვნელობაზე დაკვირვება. სერიოზულობის მისხალიც კი არ შეიმჩნევა სოზარ სუბარის მსგავსი ფარისევლების პოლიტიკურ სახეზე…

თუმცა, უკანასკნელ პერიოდში ჩვენს უსახურ პოლიტიკურ ველზე ყველაზე კარიკატურულ მოთამაშედ ბ-ნი გიორგი ვაშაძე ჩამოყალიბდა.

მისი ყველა ნაბიჯი აღბეჭდილია ვანო ჩხარტიშვილის კომპლექსით. მას სურს დაამტკიცოს, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტნიორ ოლიგარქზე, თავისი ცოლის ნათესავზე დამოკიდებული არ არის. მისი აზრით, საკუთარი “დამოუკიდებლობის” დასაბუთების გზა “პაპზე უფრო დიდ კათოლიკედ” პოზიციონირებაზე გადის. შესაბამისად, ფეხსაცმელებიდან ხტება, რათა ლევან ხაბეიშვილზე, თაკო ჩარკვიანსა და სხვა ოდიოზურ ფიგურებზე უფრო შეურიგებელ “ლიდერად” წარმოჩნდეს. მას უნდა, რომ ყველამ იფიქროს – “ქართულ ოცნებას” გიორგი ვაშაძეზე დიდი და შეურიგებელი, რადიკალური მოწინააღმდეგე არ ჰყავს.

ბ-ნ ვაშაძეს თავისი ილუზიები და ამბიციებიც ამოძრავებს. ის ხედავს, რომ სააკაშვილის პოლიტიკიდან გამოთიშვისა და ნიკა გვარამიას განეიტრალების შემდეგ ენმ-ისა და მისი ანასხლეტი პარტიების მხარდამჭერთა ნერვიული მასები ლიდერის გარეშე არიან დარჩენილი.

მას ჰგონია, რომ “რუსეთუმეების მხილებით”, პარლამენტის ტრიბუნიდან ხმაურის ატეხვით, მწვავე სიტყვიერ დაპისრისპირებებსა და მსუბუქ პროვოკაციებში მონაწილეობით, იაფფასიანი პოპულიზმით სხვებისგან საკუთარი თავის გამოცალკევებას და ოპოზიციის მთავარ ლიდერად აღზევებას შეძლებს.
უბრალოდ, ერთი რამ ავიწყდება! ისეთი მონდომებით ცდილობს, რომ ძალიან სასაცილოდ გამოიყურება”– წერს ლევან ლორთქიფანიძე.

IMG.GE
გაზიარება